მიზეზები:
სოფელში ქალაქთან შედარებით:
- სუფთა ჰაერი, ულამაზეს ბუნებასთან სიახლოვე და სიჩუმე ეს არის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სოფლისა ქალაქთან მიმართებაში.ბავშვებისთვისა განსაკუთრებულად საშიშია დიდ ქალაქებში ცხოვრება, სადაც ჰაერი ძალიან დაბინძურებულია ტყვიით. გარდა ამისა, ის სიწყნარე და სიჩუმე რომელიც სოფლად სუფევს უფრო კარგ გარემოს ქმნის რომ დამშვიდდე და განიტვირთო, როგორც უფროსისთვის, ისე ბავშვისთვის.
- სოფელში ფიზიკურად უფრო მეტად აქტიურები ვართ. კორპუსის 60 კვადრატიანი ბინა, მანძილი მანქანამდე, მანქანიდან ოფისამდე და საღამოს იგივე გზა უკან. ეს არის ქალაქელების ძირითად მარშრუტი. სოფლად კი გვიწევს ვიყოთ მეტად ფიზიკურად აქტიურები. გარდა ამისა სოფლად მზის სხივებისგან ვიღებთ D - ვიტამინს რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის ცხოველმყოფელობისათვის.
- ჯანსაღი საკვები პროდუქტი სოფლად უფრო ხელმისაწვდომია. მაგალითად 10 ლარი და რამდენიმე საათის შრომა გეყოფათ რომ მთელი ზაფხულის საკმარისი მწვანილი გქონდეთ თქვენსავე ეზოში. მოგეხსენებათ რომ ჩვენს მარკეტებში და ხილბოსტნეულში ძალიან დაბალი ხარისხის პროდუქცია იყიდება. ფაქტობრივად არ არსებობს რაიმე სახის კონტროლი. ბრმად ვჭამთ ბოსტნეულს არ ვიცით მასში შხამების, კონცენტრატების და აზოტის შემცველობა.
No comments:
Post a Comment